დეკორი ნაძვის ტოტებისგან: 5 საოცარი იდეა სახლის მოსართავად
ახალი 2018 წელი ახლოვდება, წინასაახალწლო დღეებია და ყველა თავისებურად ზრუნავს ბინის გალამაზებაზე. ძალზედ მნიშვნელოვანი ნაძვის ხის დადგმაა, ხომ? ჰოდა, ნაძვის ხის დადგმის შემდეგ შემორჩენილი ნაძვის პატარა ტოტებიც კი შეიძლება ძალიან ლამაზად გამოიყენოთ თანამედროვე დეკორში.

ნაძვის ნორჩი ტოტები - ეს საუკეთესოა, რითაც შეიძლება შობა-ახალი წლისთვის სახლი გააფორმოთ. მათგან უამრავი წვრილმანი სასიამოვნო რაღაცეების გაკეთება შეიძლება. მაგალითად, მოსაწვევი ბარათის გაფორმება, თუ თქვენ საახალწლო საღამო გაქვთ დაგეგმილი.
ნაძვის ხის პატარა ტოტებით ასევე შეიძლება სანთლების გაფორმება.
მეტად ორიგინალურად გამოიყურება საჩუქარიც, რომელსაც ნაძვის ტოტებით გააფორმებთ.
თუ ნაძვის ტოტებს ლარნაკში ჩააწყობთ, შეიძლება სადღესასწაულო მაგიდას მომენტალურად განუმეორებელი საახალწლო ხიბლი მიეცეს.
და ტოტებისგან შეიძლება ნამდვილი ნაძვის ხე ააწყოთ! მართალია, პატარა, მაგრამ საახალწლო ნაძვის ხე!