Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

26 Sept–17

„მწვანე  უბანი   ლისთან“ ოცნებას აგისრულებთ!  

ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო თუ თქვენი არჩევანია, მაშინ იჩქარეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობა - გახდეთ „მწვანე უბნის“ევროპული დასახლების ბინადარი.  პირველ 10 მობინადრეს  უნიკალური შესაძლებლობა აქვს  კვ.მ 625 -ად შეიძინოს და შენობის  სართული და  ხედები თავისი გემოვნებით აირჩიოს.

„მწვანე უბანი ლისთან“ კომპანია  „გრინ დეველოპმენტის“ მიმდინარე მსხვილი პროექტია, რომელიც შენდება ლისის ტბის მიმდებარედ რეკრიაციულ ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე.

პირველი ეტაპის - ტყის პირის დასახლების მშენებლობა სულ რაღაც ერთი წელია რაც (2016 წ. 15 სექტემბერი) დაიწყო და 6 ბლოკს მოიცავს.

პირველი A, B, C , D კორპუსების მშენებლობა „მწვანე უბანში“ 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, E და F კორპუსებში კი, მომავალი მობინადრეები  საკუთარი ბინის მოწყობაზე 2018 წლის მარტსა და ოქტომბერში იზრუნებენ.

„მწვანე უბნის“ პირველი უბანი ტყის პირის დასახლებაა, სადაც თითქმის ყველა სახლი უკვე გაყიდულია, მეორე ეტაპის მშენებლობა კი,  „მწვანე უბანს“ ევროპულ დასახლებას შემატებს, თავისი ორიგინალური არქიტექტურითა და ესთეტიკით, სადაც   12 სახლის აშენებაა  დაგეგმილი.

 

კომპანიის მიზანი არა მხოლოდ  თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაა, არამედ საქართველოში   ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება. პროექტის განხორციელება ევროპული სტანდარტების ენერგოეფექტური, დაბალსართულიანი (მაქ. 5-6 სართული) განაშენიანებით მიმდინარეობს. დიდი ყურადღება ეთმობა სამშენებლო მასალების ხარისხს. კომპანიის მხრიდან   ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ბუნების ჯანსაღ ნაწილად იგრძნოს. ისევე, როგორც  ტყის პირის დასახლებაში, ევროპული დასახლების ტერიტორიაზეც მოეწყობა სარეკრიაციო ზონები, სკვერები, სასეირნო ალეები და ველობილიკები.    

Image may contain: sky, house, cloud and outdoor

პროექტის კონცეფცია  და ხარისხი საკმაოდ მიმზიდველი და მომგებიანია არა მარტო ბინის მსურველებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ სარფიანი  ინვესტიცია განახორციელონ.  ბინების  ფასი  მზარდია და ხელმისაწვდომი (პირველი ეტაპის გაყიდვები 500 $ (კვ.მ.) დაიწყო და 1 წელიწადში 25%-ით გაიზარდა)....  თუმცა,   „ჯანმრთელობა ოქროზე ძვირფასია“ (შექსპირი), სუფთა ჰაერი, მშვიდი და ჯანსაღი გარემო კი, ჯანმრთელობის საწინდარი. ასე რომ... „მწვანე  უბანი“ გელით!