ნაძვი - ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების სამსახურში
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა იმ ადამიანების თავის ტვინის სურათები შეისწავლეს, რომელთაც ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი ჰქონდათ და დაასკვნეს, რომ „სუფთა ჰაერზე გასეირნება ადამიანს არამარტო უნარჩუნებს ფიზიკურ ფორმას, არამედ ამაღლებს მის ინტელექტუალურ დონეს“.

სუფთა ჰაერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო კი მარადმწვანე მცენარეებია. მათ შორის ჯანმრთელობისთვის (და არა მარტო) განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებით ნაძვი (ლათ. Picea) გამოირჩევა, რომლის დაახლოებით 50-მდე სახესხვაობა არსებობს. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis).ასევე, ინტროდუცირებული სახეობები: ევროპულინაძვი, ჰიმალაური ნაძვი, ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი. მათ გარემოში გასეირნება, მით უმტეს, ნაძვნარის სიახლოვეს ცხოვრება, ინტელექტუალური დონის ამაღლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯანმრთელობისა და საუკეთესო დასვენების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

![]()
გარდა იმისა, რომ ნაძვი თავისი მარადმწვანე ბუნებით ზამთარშიც კი საგაზაფხულო, ფერად განწყობას ქმნის და ხალხში დადებით ემოციებს იწვევს, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს ფიტონციდებს, რომელიც თავისმხრივ, შთანთქავს გარემოში არსებულ შხამებს და ჰაერს ასუფთავებს. მისი მერქანი და წიწვებიც კი, დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ის სამკურნალო მცენარეა და მისი ნაყენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ბრონქიალური ასთმა, ანგინა, რინიტი, კატარიდასხვა.ვიტამინებით მდიდარი ნაძვის წიწვების, ღეროებისა და გირჩების ნახარში ამაღლებს იმუნიტეტს. წიწვების აბაზანა რეკომენდებულია გადაღლილობის მოსახსნელად.

ნაძვი 15-20 წლამდე ნელა იზრდება, შემდეგ საკმაოდ სწრაფად. ცოცხლობს 300 წლამდე, იშვიათად – 500 წლამდე.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვი ამერიკაში, ვაშინგტონის შტატში ფიქსირდება, რომლის გარშემოწერილობა 17 მეტრს აღწევს.