Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

05 Octo–17

მთავარი გამოწვევა - სუფთა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება

მიუხედავად ნანოტექნოლოგიური მიღწევებისა (მაგალითად, ჰოლანდიელი დიზაინერის Daan Roosegaarde-ის მიერ პეკინში დააპროექტებული 7 მ სიმაღლის კოშკი, რომელიც საათში 30 000 კუბური მეტრი ჰაერის გაწმენდა შეუძლია  და ელექტროენერგიასაც ეკონომიურად მოიხმარს), დაბინძურებული ჰაერი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა.  ადამიანი დღე-ღამეში 16 კილოგრამ ჰაერს ჩაისუნთქავს, რომელიც ჟანგბადთან ერთად სიცოცხლისთვის საშიში მავნე მინარევებითაა სავსე, განსაკუთრებით ბუნებისგან შორს დასახლებულ ადგილებში.

in-ti-macy:  Foggy (by Mike_McGee)

ამიტომაც, დღეს მთელ მსოფლიოში მთავარი გამოწვევა ცხოვრების სტილია - ბუნებასთან სიახლოვე, სუფთა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და არა საცხოვრებელი ადგილი, ვთქვათ, ქალაქის ცენტრში, ან რომელიმე პრესტიჟულ უბანში. არცაა გასაკვირი, რადგან თანამედროვე მეცნიერულ ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად,ეკოლოგიური პრობლემებიც თანდათან იზრდება. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე აქტიურად განიხილავს. და თუ შესაძლებლობა აქვთ, ურჩევნიათ ქალაქთან ახლოს მყუდრო, კომფორტულ, ეკოლოგიურად სუფთა სახლში და მწვანით მოსილ გარემოში იცხოვრონ. ამით, შესაბამისად, სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და თავი ბედნიერად იგრძნონ, ვიდრე ქალაქის ხმაურმა და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვმა შეაწუხოთ, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილებია. დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი კი, მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ დაბინძურებული ჰაერია.

Provence, France

 

ინფორმაციისთვის: ავტომობილის გამონაბოლქვი აირი შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს, რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია, ცვლის სისხლის ფორმულას, იწვევს კიბოს და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს. 2010 წელს ჰაერის დაბინძურებამ მსოფლიოში 223,000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ფილტვის კიბოს დიაგნოზით.

ჯანსაღი ცხოვრების წესი უკვე მეტად პრიორიტეტულია უცხოეთში. ქალაქის ცენტრში ცხოვრებას მილიონერებიც კი მყუდრო გარემოსა და სუფთა ჰაერის სუნთქვას არჩევენ. სხვათა შორის, ავსტრალიელმა მილიონერმა კარლ რაბედერმა მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაში ჩადო, თვითონ კი მთებში იყიდა პატარა სახლი და თავს ახლა უფრო ბედნიერად გრძნობს. აღარაფერს ვამბობთ ცნობილ უცხოელ მსახიობებსა თუ მომღერლებზე.

Photo

ქართველი ხალხი გემოვნებითა და დახვეწილობით არავის ჩამოუვარდება. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ევროპული ცხოვრების სტანდარტები ყველასთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე მათი ცხოვრების სტილსა და მატერიალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი გამოწვევა სუფთა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაა!