Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

19 Octo–17

დაბალსართულიანი სახლების უპირატესობები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის  მოსახლეობა ქალაქებში გაიზრდება. თუ 1950 წელს მოსახლეობის 70% სოფლად ცხოვრობდა, გაეროს წინასწარ გათვლებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2050 წლისთვის ამ სურათის სარკულ ანარეკლს მივიღებთ - მსოფლიო მოსახლეობის ამდენივე პროცენტი უკვე ქალაქებში იცხოვრებს. პრესტიჟულ საცხოვრებელ ადგილად ქალაქების შემოგარენი, სუფთა,  ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო და ამასთანავე, დაბალსართულიანი შენობები მოგვევლინება,  რადგან, ქალაქი მეტად დატვირთული, ხმაურიანი, დაბინძურებული და ქაოტური გახდება.

დეველოპერული კომპანიები მოსახლეობას ევრორემონტითა და კომფორტულობით უკვე თვალს ვეღარ სჭრიან, აღარც ქალაქის შუაგულში, მაღალსართულიან შენობაში ცხოვრებაა პრესტიჟული. რატომ? მსოფლიოში გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმების, მაგალითად, მიწისძვრის დროს, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაბალსართულიანი სახლი უფრო მტკიცე და მდგრადია, ვიდრე მაღალსართულიანი შენობა. ევაკუაციის მხრივ მაღალი სართულები (25-დან ზემოთ)  „ცუდ“ სართულებად ითვლება, რადგან 90 მეტრზე მეტად ყველაზე თანამედროვე საევაკუაციო კიბეც კი ვერ იშლება. დაბალსართულიან საცხოვრებელში ცხოვრების დროს კი, მსგავს ვითარებაში, უფრო ადვილია უსაფრთხო ზონამდე მიაღწევა, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როცა თავისთავად ნაკლები დრო იხარჯება სახლიდან გამოსვლისას, ვიდრე მაღალსართულიან შენობაში ცხოვრებისას.

მართალია, მაღალი სართულების ერთ-ერთი უპირატესობა შთამბეჭდავ ხედებთან ერთად, ასე თუ ისე სუფთა ჰაერია, მაგრამ, სამწუხაროდ,  მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი გულს უჩივის, მათთვის კი, ვისაც გულის პრობლემები აწუხებს, მაღალ სართულზე ცხოვრება რეკომენდირებული არ არის.

luxuryera: “Shrouded Photographer: brxson ”

კაპიტალისტური  ეპოქის თბილისი დაბალსართულიანი იყო. თბილისის სახლების სართულიანობის  თანდათანობითი ზრდა ​საბჭოთა პერიოდში დაიწყო. საბინაო მშენებლობაში ფართოდ ინერგებოდა ჯერ ოთხ -ხუთ სართულიანი, შემდგომ კი, უფრო მრავალსართულიანი სახლების ტიპი. შესამჩნევად გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი და თბილისში 9, 12, 14, 16-სართულიანი სახლებისაგან შექმნილმა მიკრო რაიონებმაც იმატა.

Tbilisi, Georgia

დღეს საქართველოში მშენებლობების ბუმია, საცხოვრებელი სახლების სართულიანობაც გაზრდილია და ამ ფონზე სულ უფრო მკვეთრად იჩენს თავს ქვეყნის ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში  განსაკუთრებით გამწვავდა. აღარაფერს ვამბობთ სატრანსპორტო და ეკოლოგიურ პრობლემებზე.

სამშენებლო კომპანია „გრინ დეველოპმენტი “ პროექტის „ მწვანე უბანი ლისზე“ განხორციელებისას გაითვალისწინა მთელი რიგი მიმდინარე თუ მოსალოდნელი ურბანული და ეკოლოგიური საკითხები და  მომხმარებლისთვის ახალი, პროგრესული, თანამედროვე ცხოვრების სტანდარტი შექმნა მაღალი ხარისხის გათვალისწინებითა და ყველასთვის ხელმისაწვდომი პირობებით.

ეკოლოგიურად სუფთა, წყნარი გარემო, ქალაქის ინტენსიური ნაკადისგან და ხმაურისგან თავისუფალი დაბალსართულიანი ენერგოეფექტური სახლები, თაუნჰაუზები, უსაფრთხო და დაცული სივრცე!

განვითარებადი ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კომპლექსიდან 3-7 წუთის სავალზეა იპოდრომი, ლისის ტბა, პრესტიჟული სკოლები, კაფე-ბარები და ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამინმა მოისურვოს.