10 სტერეოტიპი ინტერიერის დიზაინში, რომლებიც უნდა დაივიწყოთ
10. იდენტური ტახტი და სავარძლები
არსებობს მოსაზრება, რომ დივანი და სავარძლები აუცილებლად ერთნაირი უნდა იყოს. თუმცა ეს სულაც არ არის აუცილებელი, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სრულიად განსხვავებული სავარძელი, მთავარია ის შეესაბამებოდეს ინტერიერის რომელიმე სხვა ელემენტს.
9. საძინებლის ავეჯი
არ არის აუცილებელი საძინებელი გადატვირთული იყოს ავეჯით. უმეტესობა თვლის, რომ საწოლის გვერდით უნდა იდგეს პატარა ტუმბოები, თუმცა ეს არ არის აუცილებელი, მათ მაგივრათ ლამაზი დეკორატიული მაგიდის დადგმაც შეგიძლიათ.
8. თეთრი კედლები
თეთრი კედლები უფრო ლამაზია მაშინ, როდესაც ინტერიერში მრავლადაა სხვადასხვა ფერის ავეჯი და დეკორის ელემენტები.
7. კედელთან განლაგებული ავეჯი
ამ მოსაზრებით ბინაში უფრო მეტი ადგილი რჩება, ეს მართლაც ასეა, მაგრამ თუ ოთახი 18- კვ/მ მეტია მაშინ თქვენ შეგიძლიათ უფრო ლამაზად განალაგოთ ავეჯი ისე, რომ სივრცეც გამოჩნდეს და კედლებიც არ გადაიტვირთოს.
6. ბანალური კაფელი ვანაში
დღეს ამ მხრივ დიდი არჩევანი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ კაფელი, რომელის საშუალებითაც სხვადასხვა ფაქტურის იმიტირებაა შესაძლებელი
5. ერთნაირი სკამები მაგიდისთვის
თუ გსურთ ბინის თანამედროვე სტილით გაფორმება, მაშინ ნუ შეგეშინდებათ მრავალფეროვნების
4. დიდი რბილი ავეჯი
არსებობს მინიმალისტური ავეჯი, რომელიც ისეთივე კომფორტულია, როგორც დიდი და რბილი ავეჯი.
3. მყვირალა ფერები საბავშვო ოთახში
ბავშვის ოთახში ფერების შეტანა შეგიძლიათ სათამაშოების და პოსტერების საშუალებით, არ არის საჭირო ძალიან ჭრელი ფერების გამოყენება.
2.ბეტონი - ძალიან უხეში მასალა
ინტერიერის თანამედროვე დიზაინში ხშირად იყენებენ ბუნებრივ მასალებს, არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში.
1. თხელი ფარდები
არ არის საჭირო ფანჯრების გადატვირთვა,მათ გარეშე დიზაინი უფრო სოლიდური ხდება.









