რომელ ოთახშია სასურველი განათავსოთ ხის ავეჯი თქვენ ბინაში და რატომ?
თანამედროვე პირობებში სახლის ან ბინის განუყოფელი ნაწილი და სიმყუდროვის ერთ-ერთი სათავე, თავისთავად ლამაზი დიზაინისა და ფერებში გადაწყვეტილი ავეჯია. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვაქვს თუ არა ხისგან დამზადებული ავეჯი, რადგან ნებისმიერ ხეს საკუთარი ენერგეტიკა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია, ეს კი უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურობაზე, მის ჯანმრთელობასა თუ განწყობაზე.
ხისგან დამზადებული ავეჯი მთელი მისი არსებობის მანძილზე არ კარგავს ძალას, რაც კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. რა ძალაზეა საუბარი, რა თვისებებს ატარებს ხის ავეჯი?

შავი ხისგან, აბაზონისგან დამზადებული ავეჯი ხელს უწყობს მფლობელის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. ამგვარ ავეჯს ხშირად სწორედ ასეთი მიზნისთვის იყენებდნენ. თანამედროვე პირობებში ამ ხისგან დამზადებული ავეჯი, შესაძლოა, დასასვენებელ ან სამუშაო კაბინეტში გვქონდეს, რადგან ისინი ხელს უწყობენ გონების კონცენტრაციას.
მუხისგან დამზადებული ავეჯი მფლობელისთვის ძალის, ჯანმრთელობის, წარმატებისა და დაცვის საწინდარია. მისი გამოყენება ნებისმიერი სახის ავეჯის დასამზადებლად შეიძლება. განსაკუთრებით სასურველია, ასეთი ავეჯი სასტუმრო ოთახში იყოს მოთავსებული.
სექვოიასგან დამზადებული ავეჯი დღეგრძელობის მომტანია. მისგან ყველაზე ხშირად ჩვილი ბავშვების საწოლებს ამზადებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამგვარ საწოლში გაზრდილი ბავშვი დღეგრძელი იქნებოდა.

ალუბლის ხისგან დამზადებული ავეჯი, განსაკუთრებით საწოლი, მარადიული სიყვარულის მომტანი იყო. იაპონური ტრადიციების მიხედვით, ახალდაქორწინებულთა საწოლი აუცილებლად ალუბლის ხის უნდა ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში მეუღლეები მუდმივად სიყვარულით იცხოვრებდნენ. აგრეთვე, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო საძინებელ ოთახში ალუბლის ხის იატაკის არსებობა.
ფიჭვისგან დამზადებულ ავეჯს მფლობელისთვის ფინანსური წარმატების, ავადმყოფობის შემთხვევაში კი ჩქარი გამოჯანმრთელების მოტანა შეუძლია. მისგან დამზადებული ავეჯის მოთავსება ნებისმიერ ოთახშია სასურველი. განსაკუთრებით კარგია, თუ ფიჭვისგან სახლის შესასვლელი კარი და ფანჯრები იქნება დამზადებული.

კაკლის ხისგან დამზადებული ავეჯი სიძლიერის, კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანად ითვლებოდა. მიღებული იყო, რომ ამ ხისგან დამზადებული ავეჯი ყველა ოთახში ჰქონოდათ. ამასთან, თუ ავადმყოფს კაკლის ხისგან დამზადებულ საწოლში ჩააწვენდნენ, მალე გამოჯანმრთელდებოდა.
ტექტონისგან დამზადებული ავეჯი და ოჯახური ნივთები სიმდიდრის მომტანია. მათი განლაგება სამუშაო, ან იმ ოთახში იყო სასურველი, სადაც საქმიანი გარიგებები ხდებოდა. შუასაუკუნეების ვაჭრები მხოლოდ ამ ხისაგან დამზადებულ ოვალურ მაგიდასთან ახდენდნენ სავაჭრო და ფინანსურ გარიგებებს.