Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

06 Nove–17

დაბალსართულიანი სახლები - პასუხად ურბანიზაციის უარყოფით შედეგებზე

ურბანიზაცია ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია. ადამიანები, ვისაც კი ამის საშუალება აქვს, საცხოვრებლად იმ გეოგრაფიულ ადგილს ირჩევენ, სადაც უკეთესი ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებია. ადგილი, ცხადია, ქალაქია, რომლის მოსახლეობაც, მსოფლიო მასშტაბით, დღითიდღე იზრდება. გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75 % ქალაქებშია თავმოყრილი და ეს პროცესი ნელი ტემპით, მაგრამ კვლავაც გრძელდება.

დაკავშირებული სურათი

ქალაქებში მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდას კი თან უამრავი პრობლემა ახლავს. ამ ეგრეთწოდებული „ქალაქური პრობლემების“ კვლევა და მათი გადაჭრის გზების ძიება თანამედროვე მსოფლიოსთვის მეტად აქტუალური საკითხია, თუმცა, აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურბანიზაციის ნეგატიური შედეგები (ხმაურის მაღალი დონე, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების უტილიზაციის და ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის პრობლემები...) მჭიდროდ დასახლებული დიდი ქალაქებისთვის უძველესი დროიდან არის ცნობილი.  უძველესი აღმოსავლეთის ქალაქები: ბაბილონი, ალექსანდრია, მემფისი, ნინევია...ასევე ანტიკური სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრები: რომი, ათენი და სხვა...პრაქტიკულად, იმავე პრობლემების წინაშე იდგნენ, რა პრობლემებიც დღევანდელი დიდი ქალაქებისთვის არის დამახასიათებელი.

City   smog animation-ის სურათის შედეგი

ცხადია, დღეს პრობლემები უფრო მასშტაბურია, რადგან გარდა საცხოვრებელი ადგილების სიმცირისა, ურბანიზაციის პროცესს სატრანსპორტო პრობლემებიც თან სდევს. ქალაქებში დიდი ხმაური და დაძაბულობაა, გაზრდილია ჰაერის დაბინძურების ხარისხი, ადამიანებში სხვადასხვა დაავადებებების (უმეტესად გულ-სისხლძარღვთა) გავრცელების საშიშროება იმატებს და სხვა.

ურბანული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ქალაქთან ახლოს, უფრო ჯანსაღ და წყნარ გარემოში, სუფთა ჰაერზე ცხოვრებაა. თანაც, ბერკლის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მსხვილი ურბანული ცენტრები, ინიციატივებისა და აქტივობების მიუხედავად, მაინც ყველაზე არაჯანსაღი გარემოა ბავშვებისათვის და ოჯახები ცდილობენ, არა მარტო რამდენიმე კვირით გაერიდონ ქალაქის დამღლელ, ხმაურიან და სამწუხაროდ, მომწამვლელ გარემოს და დაისვენონ, არამედ საცხოვრებელი ბინა ქალაქის გარეუბანში მოიწყონ.

N2 სახლი b

მსოფლიოში უკვე არაერთი მზარდი და პოპულარული საგარეუბნო დასახლებაა. მათი დიდი ნაწილი  დაბალსართულიანობითა და მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა. ეს მოდელი („დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“) იმ სქემების კომბინაციაა, რასაც როგორც ურბანული, ისე საგარეუბნო განვითარება მოიცავს: საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი რაოდენობა, რომელიც ურბანულ სერვისებთან არის დაკავშირებული, საჯარო ღია სივრცე და ინდივიდუალური საცხოვრებელი ადგილი. მაგალითად, არაჩვეულებრივი დაბალსართულიანი და მაღალი სიმჭიდროვის კომპლექსია ესპანეთის გარეუბან სევილიაში; მეტად პოპულარულია „დედოფლის გზა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონშია აშენებული. აქ შეხვდებით ოთხსართულიანი თაუნჰაუსების, ორსართულიანი მიუზჰაუსებისა და 3-4 საწოლიანი აპარტამენტების მიქსს.

07

მაღალი სიმჭიდროვისა და დაბალსართულიან საცხოვრებელთა კომპლექსია „ვეშაპი“, რომელიც ამსტერდამში მდებარეობს; მადრიდის გარეთ, ქალაქ პარლაში შემოგარენის სიმწვანით გამორჩეული დაბალსართლიანი საცხოვრებელი სახლები და ა. შ.

ზოგადად, ურბანული პრობლემებისგან თავის დასაღწევად და ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომა აქვთ. თუ რა მიდგომებზეა საუბარი, ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ.