Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

08 Nove–17

ეკოდიზაინი: რჩევები ბინის ინტერიერის გაფორმებისთვის

გნებავთ, თქვენი ბინის დიზაინი ეკოსტილში? მაშინ განსაკუთრებული ყურადღება დეტალებზე უნდა გაამახვილოთ - ფერის, ქსოვილისა და დეკორის - ნებისმიერი წვრილმანი მნიშვნელოვანია. 

თანამედროვე ეკოდიზაინი  ეკოლოგიური სტილია. დიზაინერებმა მოახერხეს და ბუნება შემოიყვანეს ადამიანთა საცხოვრებელ და სამუშაო გარემოში, - ნატურალური მასალისგან შექმნილი ინტერიერი ბუნებასთან ერთიანობის შეგრძნებას ბადებს. დღეს ეს  ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მიმართულებაა.

ეკოდიზაინი ხასიათდება თავისი იდეით, ბუნებრივი წარმომავლობით, მასალების, ფერებისა და ფორმების ბუნებრიობით. ეს ადამიანის საცხოვრებელ გარემოში ბუნებრივი გარემოს შექმნის მცდელობაა. ასეთ ადგილას შეგვიძლია ვიგრძნოთ ნატურალური მასალის უპირატესობა და დავისვენოთ ქალაქის სულის შემხუთველი გარემოსგან.

10 Ravishing boho spaces that will make you dream (Daily Dream Decor)

ეკოდიზაინის ძირითადი მასალაა ხე, ქვა, თიხა, მინა,  ბუნებრივი ქსოვილი.

ძირითადი ფერები: კრემისფერი, ყავისფერი, თეთრი ( შავ ან მუქი ხისფერთან კონტრასტში), ნაზი პასტელური ელფერი. ყველაზე ხშირად ბუნებრივი ფერები გამოიყენება: ღია მწვანე, ღია ცისფერი, ბალახისფერი, წყლისფერი, ქვისფერი, ხისფერი, მიწისფერი.

დეკორის საგნები ეკოდიზაინში: მინის ან თიხის ლარნაკები, ცოცხალი ყვავილები, მოწნული კალათები, ხის ტოტები, სკივრები და სხვა.

ეკოდიზაინის მთავარი პრინციპი: ბუნებრიობა ყველაფერში.

იდეალურია ისეთი ნატურალური მასალები, როგორიცაა:  სეზამი, ბამბუკი, ქსოვილი, ქვები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კედლის მოსაპირკეთებლად.

Chandelier

ეკოდიზაინის ნაწარმი არასოდეს განეკუთვნებოდა „მდიდრების“ რიცხვს.  დღეს უხეში ტილოს, ჭილობის, შალის ფარდები დახვეწილობის უმაღლეს გამოვლინებად ითვლება. ფარდებისთვის და კედლებისთვის განკუთვნილ ქსოვილებად გამოიყენეთ სელის, ჩითის, ტილოს და უხეში შალის საგნები.

სამზარეულოს ეკოდიზაინში განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის გამხმარი ბალახის კონები და კანაფზე ასხმული ხახვი. ინტერიერის ყველა საგანი ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას უნდა ბადებდეს.

ეკოლოგიურ სტილში გადაწყვეტილი ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული, მასში არა მარტო სინათლე, საკუთარი „ამინდი“ უნდა იგრძნობოდეს.

იმისათვის, რომ სახლი ნატურალურ სტილში გააფორმოთ, სულაც არ არის არის აუცილებელი მთელი ბინის ხის მასალით მოპირკეთება. საკმარისია ხისგან  რაღაც ერთი - იატაკი, კარები ან ფანჯრები მაინც დაამზადოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეკოდიზაინი ასახავს თანამედროვე ინტერიერს, მის მინიმალიზმს, სიმარტივეს და ფუნქციურობას, ზედმეტი დეტალებით გადატვირთვის გარეშე.  

ეკოდიზაინი მთელ მსოფლიოში ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთ გამოვლინებად ითვლება. ადამიანი, რომელიც ასეთ გარემოში ცხოვრობს და მუშაობს, გაცილებით მშვიდი, გაწონასწორებული და ნაყოფიერია.