Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

14 Nove–17

რა უნდა მოიშოროთ სასწრაფოდ, თუ რემონტი წამოიწყეთ

ბინის ინტერიერს საკუთარი ტენდენციები აქვს, რომელიც ზოგჯერ იცვლება. თუ თქვენ რემონტი წამოიწყეთ და გინდათ, რომ ის მოდური იყოს, მოგიწევთ ზოგიერთი ძველი დეტალი თავიდან მოიშოროთ.

მაინც რა უნდა მოიშოროთ სასწრაფოდ, თუ რემონტი წამოიწყეთ?

მოდა არა მარტო საგნებზე, არამედ ბინის ინტერიერის სხვა ელემენტებზეც (დეკორი, განათება..) ვრცელდება, ამიტომ იქამდე, სანამ ახალი რემონტისთვის ფულს დახარჯავთ, სიახლეებს უნდა გაეცნოთ, რომლებიც თქვენი ბინის მოძველებულ დეტალებს შეცვლიან.

 2017 წელს აქტუალურობა დაკარგეს ინტერიერის შემდეგმა დეტალებმა:

1. გასაჭიმი ჭერი

ამ ტრენდმა ბინის შიდა ინტერიერში, უბრალოდ, გადაავსო ოთახები. ადრე გასაჭიმი ჭერი ძალიან მოდური იყო და  ოჯახური კერის გაფორმების ელეგანტურ დიზაინად ითვლებოდა. რემონტის დროს არჩევანს ხშირად სწორედ გასაჭიმ ჭერზე აკეთებდნენ, განსაკუთრებით დაბალჭერიანი ბინის მფლობელები. თანაც მისი უამრავი სახეობა არსებობს: გლუვი და სარკისებური, ვარსკვლავიანი ცის ეფექტით, სხვადასხვა ნახატით, ქსოვილის ფაქტურის, მანათობელი გასაჭიმი ჭერი და ა. შ...  ფერთა არჩევანიც შეუზღუდავია, მაგრამ ეს ტენდენცია უკვე მოძველდა, განსაკუთრებით ეს ეხება პრიალა ჭერს ნახატებით.

Drainage ceiling-ის სურათის შედეგი

2. კუთხის აბაზანა

სააბაზანოს ეს ელემენტი ყველაზე არაპრაქტიკული და არამოდურია 2017 წელს. ტევადობით ის შეესაბამება კლასიკური ფორმის აბაზანას, მაგრამ მისი ფორმები მეტისმეტად დიდ სივრცეს მოიცავს. ამიტომ, თუ გსურთ, რომ სახლში თანამედროვე აბაზანა გქონდეთ, უპირატესობა კლასიკურ სტილს მიანიჭეთ.

 დაკავშირებული სურათი

3. თაბაშირმუყაოს ტალღები ჭერზე

ეს მოძველებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამძიმებს თქვენი ბინის სივრცეს, ასევე, ვიზუალურად უფრო იაფსა და უგემოვნოს ხდის. განსაკუთრებით წარუმატებლად გამოიყურება თაბაშირმუყაოს ტალღები გასაჭიმი ჭერის კომბინაციაში. თანამედროვე ინტერიერში რეკომენდირებულია მარტივი და ლაკონური ვარიანტები, რომელიც ამავდროულად პრაქტიკულიცაა. 

Waves of gypsum on the ceiling-ის სურათის შედეგი