Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

15 Nove–17

ფერები ინტერიერში

დადასტურებულია, რომ  ფერი გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე და შეუძლია ვიზუალურად შეცვალოს სივრცე ოთახში. ამიტომ, ინტერიერის ფერების შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

არსებობს ფერთა სამი ჯგუფი: თბილი, ცივი და ნეიტრალური.
თბილ  ჯგუფში  შედის ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი ფერები და ყველა მათი კომბინაცია. ასევე, ყვითელი და მწვანე ფერის შეხამება.
ცისფერი, მეწამული, ლურჯი და ლურჯი-მწვანე, ლურჯი-იასამნისფერი ტონის ფერები ცივ ჯგუფს მიეკუთვნება.

ნეიტრალური ჯგუფი მხოლოდ სამი ფერისგან შედგება. ესენია: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ისინი ფერთა პალიტრაში შედიან და საღებავებს ფერს უცვლიან, უფრო ამუქებენ ან აბაცებენ. 

ინტერიერის დიზაინში ფერების სწორად შერჩევის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ოთახის დაგეგმარების დეფექტები დაფაროთ: შეამციროთ ან გაზრდოთ სივრცე, მეტ-ნაკლებად მასიური, ჩაკეტილი ან ნათელი გახადოთ.

MAGDA Easy chair by Sara Elizagarate Nogales

ინტერიერის ფერების გადაწყვეტის ორი პრინციპი არსებობს: ნიუანსური და კონტრასტული.

ნიუანსური გადაწყვეტისას უნდა სჭარბობდეს რბილი, მსგავსი ფერის ტონები. ფერთა გამაში არ უნდა გამოიყენოთ 2-3 ფერზე მეტი, იმიტომ, რომ ფერების დიდი რაოდენობა გაღიზიანებას და გადაღლას გამოიწვევს. როგორც წესი, ეს პრინციპი გამოიყენება მაშინ, როდესაც სურვილი გაქვთ, რომ ოთახი  ნაკლებად პირქუში იყოს.

ნიუანსური პრინციპისგან განსხვავებით, კონტრასტული გადაწყვეტა ორი კონტრასტული ფერის კომბინაციას ეფუძნება. ფერთა გამაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ელფერი, მაგრამ ორი ძირითადი ფერის უპირატესობა უნდა სჭარბობდეს.

INTERIOR OOD on Behance

ასე რომ, თუ გვინდა, რომ გრძელი და ვიწრო ოთახი ვიზუალურად უფრო ფართო და მოკლე გამოჩნდეს, მაშინ უნდა ისარგებლოთ ამ პრინციპით: ტორსული კედლები თბილი ფერით უნდა შეღებოთ, იმიტომ, რომ ისინი თითქოს უფრო ახლოსაა,  ხოლო გრძივი კედლები - ცივი ფერებით, იმიტომ, რომ მათ აღვიქვამთ როგორც შორეულს. ამ პრინციპის გამოყენება შეიძლება მაშინაც, თუ გვინდა, რომ პატარა მაღალჭერიალი ოთახი ვიზუალურად უფრო დიდი და შედარებით დაბალჭერიანი გამოჩნდეს.

გასათვალისწინებელია, რომ, როდესაც ორი ან სამი ფერის შეხამება გიწევთ, საღებავის ფერი ბუნებაში არსებულ ფერებთან დააკავშიროთ. მაგალითად:

  • თეთრი ყველანაირ ტონალობას უხდება.
  • ცისფერი ტონალობა ესადაგება ქვიშისფერს, თეთრს.
  • ბალახისფერი ნებისმიერ ტონალობასთან ჰარმონიულია.
  • ნაცრისფერი ჰარმონირებს ვარდისფერთან და პასტელურ ფერებთან.

A bright weekend - Stylizimo blog

ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ინტერიერის ფერების შერჩევისას იატაკი ყველაზე გაჯერებული ფერის უნდა იყოს, ჭერი - ყველაზე ღია ფერის, ავეჯი  -იატაკზე უფრო ღია ფერის, მაგრამ კედლების ფერზე უფრო მუქი.

ფერთა ჰარმონია, რომელიც ჩვენს გემოვნებასა და ცხოვრების სტილს მიესადაგება, ჩვენივე სიმშვიდის გარანტია.