რისი ადგილი არ არის თქვენს საძინებელში: 7 აკრძალვა
გაინტერესებთ, რა ნივთები არ შეიძლება განთავსდეს საძინებელში და რატომ? ჩაიკითხეთ მასალა და გაითვალისწინეთ.

1. ძველი გაზეთები და საოჯახო არქივი. ისინი უცხო ენერგიის წყაროა.
2. საძინებელში არ უნდა გქონდეთ ქოთნის მცენარეები და ყვავილები ლარნაკში ერთად, რათა მათმა ენერგეტიკამ თქვენი პირადი ცხოვრება არ დაარღვიოს, თუნდაც ისინი ინტერიერს განსაკუთრებულ სტილს სძენდნენ. არსებობს ყვავილები, რომლებსაც, პრინციპში, მამაკაცების იქ ყოფნა არ უყვართ. გარდა ამისა, ბევრი ყვავილი ღამით ჟანგბადს შთანთქავს.
3. დიდი ზიანის მომტანია საძინებელში სარკის არსებობა - სიყვარულსა და ქორწინებას ანადგურებს. მართალია სარკე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბინის ნებისმიერ ნაწილზე, მაგრამ საძინებელში ისინი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. იგი საწოლის ბოლოს, მძინარე ადამიანის ფეხების მხარეს არ უნდა ეკიდოს, რადგან შეიძლება ურთიერთობებში გართულებები გამოიწვიოს.
სარკე, ასევე, არ უნდა ეკიდოს, საძინებლის კარის საპირისპიროდ.
თუ თქვენს საძინებელში უკვე არის სარკე, მაგალითად, ტუალეტის მაგიდა, უმჯობესია, მას საღამოს ქსოვილი გადააფაროთ.

4. შადრევნები და ჩანჩქერები. გაიტანეთ საძინებელი ოთახიდან ყველაფერი, რაც წყალთან ასოცირდება, ისინი გაუგებრობასა და უძილო ღამეებს იწვევს. რასაკვირველია, საძინებელში შეიძლება გქონდეთ წყლით სავსე ჭიქა ან გრაფინი, მაგრამ აკვერეუმი ან სურათი რომელზეც გამოსახულია ტბა, მდინარე ან ზღვა, დაუშვებელია.
5. აკვარიუმი. ფენ-შუის მიხედვით ის წყლის სტიქიის ენერგიის მატარებელია, რომელიც პასუხისმგებელია სახლში მატერიალური სიმდიდრის შემოდინებასა და მის შენარჩუნებაზე. მაგრამ სრულიად განსხვავებული ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მის კონსტრუქციაზე და ადგილმდებარეობაზე სახლში. არასოდეს დადგათ აკვარეუმი საძინებელში, რადგან ძალიან არახელსაყრელია იმ ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, ვისაც იქ სძინავს.

6. ფოტოები და უცხო ადამიანების პორტრეტები, მახვილი საგნები, ცხოველების სურათები და სხვა...
სახიფათო ნივთებს შორის არის გარეული ცხოველების ფერწერული ტილოები და კერამიკული ფიგურები. ინტერიერის გაფორმებისას საშიშია ისრების, სამკუთხეხების და საერთოდ, ისეთი გამოსახულებების გამოყენება, რაც სახიფათოდ, მუქარის შემცველად აღიქმება.
7. ელექტრომაგნიტური მოწყობილობები. ტელევიზორი, ისევე, როგორც სხვა ელექტრომექანიკური აპარატები ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის. ცნობილია, რომ მაღალი ინტენსივობის ელექტრომაგნიტურმა ტალღებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგი, როგორიცაა: თავის ტკივილი, კონცენტრაციის პრობლემები, სისხლის შემადგენლობის ცვლილება, იზრდება დეპრესიის ალბათობა.