Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

24 Nove–17

ფერადოვანი ზაფხული თქვენს ბინაში

გამხმარი ყვავილებისა და ბალახებისგან შეკრული თაიგულების სახლში შენახვა ფრიად პოპულარულია ევროპაში. არცაა გასაკვირი, რადგან მათ შეუძლიათ მთელი ზამთრის მანძილზე გაგილამაზოთ ინტერიერი, თქვენს ბინაში ზაფხულისათვის დამახასიათებელი სითბო და ფერადოვნება შემოიტანონ.

დაკავშირებული სურათი

ასეთი თაიგულებისათვის ყვავილების მოგროვება ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა დაგეწყოთ, მაგრამ არც ახლაა გვიან. კომპოზიციების შესაქმნელად საკმაოდ ბასრი დანა და მაკრატელი დაგჭირდებათ, ასევე პლასტელინი, წებო, მოქნილი მავთული, აკვარელის ან გუაშის საღებავები.

მცენარეებს კარგად კრავენ და 2 -3 კვირის განმავლობაში თავით ქვევით კიდებენ. რაც უფრო მეტად ხმებიან ყვავილები, თოკი მით უფრო მჭიდროდ უნდა მოვუჭიროთ.

ყვავილებს, რომელთა ღეროებიც ადვილად ტყდება, რბილ, დრეკად მავთულზე ამაგრებენ. ამ შემთხვევაში მათ ნებისმიერი დანიშნულებით იყენებენ - მავთულს საჭირო ფორმასა და დახრილობას აძლევენ.

გამხმარი ყვავილებისგან კომპოზიციის შექმნისას ყველაზე კარგი მრჩეველი თქვენივე ფანტაზიაა, - მიეცით მას გასაქანი!

http://www.tokobungapedia.com/p/toko-bunga-di-klari-karangan-bunga-di.html

ყვავილებს მხოლოდ ლარნაკებსა და ქოთნებში როდი აწყობენ. მათ შანდლებში, ლამაზად მოწნულ კალათებსა და ლანგრებზე, ან სულაც ზღაპრულად დაგრეხილ, დახავსებულ ტოტებზეც ამაგრებენ - გამხმარი მასალა იდეალურია ჩამოსაკიდებელი, კედლის მოსართავების დასამზადებლად.

ცხადია, ყურადღება თაიგულების ზომებზეც უნდა გაამახვილოთ. გახსოვდეთ, ლარნაკში მოთავსებული უზარმაზარი თაიგული შეუფერებელია პატარა ოთახისთვის. უმჯობესია, თუ გამხმარ მცენარეებს ამ შემთხვევაში თიხის ლარნაკში მოათავსებთ.

Букеты с сухоцветами

ბნელი ოთახისათვის მიზანშეწონილია ღია, მკვეთრი შეფერილობის თაიგული. სასურველ შეფერილობას აკვარელის ან გუაშის საღებავების მეშვეობით მიაღწევთ.

თუკი კომპოზიციაში ცოცხალ ყვავილებსაც იყენებთ, ისინი პატარა ზომის წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ, რომელსაც გამხმარი მცენარეებით დაფარავთ.

ასე რომ, შეინარჩუნეთ ფერადოვანი ზაფხული თქვენს ბინაში, გაილამაზეთ ცხოვრება!