Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

27 Nove–17

ინტერიერის დიზაინი: ეკო სტილი

ეკო დიზაინი - ეს ინტერიერის სტილია, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოვებს, რადგან ყველაფერი მხოლოდ ნატურალური მასალისგან არის დამზადებული.

ეკო სტილი იმისთვის შეიქმნა, რომ ბუნებასთან სიახლოვე საკუთარ სახლშიც იგრძნოთ. ამ  სტილის მთავარი არსი სიტყვა „ეკო“-ში მდგომარეობს, იმიტომ, რომ  რეალურად ადამიანმა შეიძლება დაისვენოს, ძალა და ენერგია მოიკრიბოს მხოლოდ სახლში, რომელშიც ინტერიერი ნატურალური მასალისგან იქნება დამზადებული. ასეთ სახლში არის ბევრი უპირატესობაა დედაქალაქის დახუთული ბინებისგან განსხვავებით,

Coastal Living™ by Stanley Furniture Resort Water Meadow Woven Bed in Distressed Weathered Pier

ეკო სტილი მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან იქმნება, მაგალითად, როგორიცაა: ხე, თიხა, მინა, ქვა, აგური და არანაირი ქიმია. ამ მიმართულების დიზაინის ძირითადი ფერები  ბუნებრივია: მწვანე, ცისფერი, წყლისფერი, ქვისფერი, მიწისფერი და ასე შემდეგ.

ეკო სტილაში არ არსებობს გარკვეული წესები და აქსიომები, გარდა ერთადერთსა, გამოიყენოთ მხოლოდ ნატურალური და უვნებელი მასალები თქვენი პირადი ინტერიერის შესაქმნელად. მასში შეიძლება აისახოს თქვენი ჩვევები, ხასიათი, ასაკი, გატაცება , საერთოდ, ყველაფერი, მაგრამ მაინც ეკო სტილად ჩაითვლება.

ეკო სტილის შეტანა  ნებისმიერ შენობაში შეიძლება. ეს შეიძლება იყოს მთელი სახლი, ოთახი, კოტეჯი, ოფისი და ასე შემდეგ. მხოლოდ, იქ არ უნდა იყოს არაფერი პლასტმასის და ლითონის.. ეს ეხება განსაკუთრებით ავეჯს და დეკორის სხვადასხვა ელემენტებს. 

ეკო სტილში თქვენ შეგიძლიათ გამოამჟღავნოთ მთელი თქვენი ფანტაზია, იდეა, სული... ინტერიერის შექმნისას კი  გამოიყენოთ საყვარელი ფერები, მასალები, მოპირკეთების საშუალებები.

家具なび-ナチュラルとグリーンをテーマにしたコーディネート


ხის იატაკი -საუკეთესო ვარიანტი ეკო სტილის ინტერიერში, მაგრამ ყველაზე ძვირადღირებული

ეკო სტილში აუცილებელი არ არის ყველაფერი იყოს თვალშისაცემი, მკვეთრი ფერის, უბრალო და ბუნებრივი სჯობს უფრო კომფორტული და მნიშვნელოვანია. ღირსეულად დააფასეთ ბუნების სიწმინდე, მისი სილამაზე!

ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს, გამოიყურებოდეს როგორც ერთი მთლიანობა.

Round Copper Wall Mirror and Wallpaper Combination Modern Living Room

კედლები

 ეკო სტილში კედლები შეიძლება გაკეთდეს ხის ან კორპის საფარით. ასევე შეიძლება  ქაღალდის შპალერის გამოყენება ნაკლებადშესამჩნევი ნახატებით, და კიდევ უფრო უკეთესი ნახატების გარეშე იქნება. კედლებისთვის შეიძლება კერამიკული ფილების და  მოსაპირკეთებელი ქვის გამოყენება, ან მეტწილად უნდა მოაბათქაშოთ. ეს მასალები არის ნატურალური, არ შეიცავს სხვასახვა სახის მავნე ნივთიერებებს და არაჩვეულებრივად ესადაგება ეკო სტილს.

ჭერი

შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაჭიმი ჭერი. ის პრაქტიკულად მისაღებია ნებისმიერი ინტერიერისათვის.

იატაკი

მასალად  იატაკისთვის ეკო სტილის ინტერიერში საუკეთესოა ქვა ან ბუნებრივი ფერის ფილა. დიდი მოთხოვნით სარგებლობს ხის პარკეტი, რომელიც საუკეთესოდ ესადაგება ეკო სტილს. ხის პარკეტი შეიძლება დამზადდეს სულ სხვადახვაგვარი ხის მასალისგან, როგორც ჩვეულებრივი ევროპული ჯიშებისგან, ისე ეგზოტიკური სახეობებისგან. ხე ყოველთვის დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს და იაფიც არ არის.  

Эко ванная / Интерьер / Архимир

ავეჯი

ეკო სტილისთვის საუკეთესოა ბუნებრივი ხისგან დამზადებული ავეჯი. ლამაზად გამოიყურება მაგიდები და ტაბურეტები, რომლებიც დამზადებულია  ბუნებრივი ქვისგან ან მარმარილოსგან, რა თქმა უნდა, ერთიანი ხისგან ან მისი ფიცრებისგან. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ  ეკო სტილში დამზადებული ავეჯი, ძალიან ძვირი ღირს.

კარი

დაბოლოს, ინტერიერს შეგიძლიათ დაამატოთ ხის ჩარჩოში ჩასამული მინის კარი. თუ  გინდათ, რომ ოთახებშორის ყველა კარი იყოს მხოლოდ ხის, ყველაზე კარგია, თუ ისინი ხის შპონებისგან იქნება დამზადებული,  -  უფრო მსუბუქია. კარზე შეგიძლიათ დაკიდოთ მძივები, რომლებიც ასევე ნატურალური მასალისგან იქნება დამზადებული, მაგალითად, ნიჟარები ან ბამბუკის ჩხირები.