Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

27 Nove–17

როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები ადამიანის ორგანიზმზე

ბინაში ფერების სწორი შერჩევა და შეხამება  კარგი განწყობის, მხნეობისა და ჯანმრთელობის ერთგვარი გარანტია.

მაგალითად, წითელი ფერი სტიმულს მატებს და ოპტიმისტურად განაწყობს ადამიანს, სძენს ენერგიას და თავდაჯერებულობას. მაგრამ, თუ ინტერიერში ეს ფერი სჭარბობს, მაშინ ის რისხვას და აგრესიას გამოიწვევს. წითელი ფერის გამოყენება შეიძლება სამზარეულოს, მისაღების სპორტული დარბაზის და ოფისის გასაფორმებლად.

bold colors and a mix of traditional with modern in a Yorkshire, UK renovation

ყვითელი ძალიან ინტენსიური ფერია. ის მზის, თავისუფლების ფერია და ხალისიან გაწყობას ბადებს. კარგია, თუ ამ ფერს გამოიყენებთ კაბინეტის გასაფორმებლად, სადაც აუცილებელია კონცეტრაცია და ძალების მოკრება. მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის საბავშვო ოთახის გაფორმებისას, იმიტომ, რომ ბავშვები  მეტისმეტად ენერგიულები იქნებიან, და ოთახებისთვის, სადაც ცხოვრობს ხალხი, რომელთაც უძილობა აწუხებთ.

Luxury mustard yellow sofa perfect for dark moody living rooms. Featuring a slim silhouette and brand new comfort technology, this stunning collect… | Pinterest

ნარინჯისფერი წითელი და ყვითელი ფერების ეფექტების ერთგვარი კრებულია: აქტიურობა, სითბო, მხნეობა, ოპტიმიზმი... ამავე დროს, კომფორტისა და მეგობრობის შეგრძნებას ბადებს. ყველაზე ხშირად „ფორთოხლისფერი“ გამოიყენება აქსესუარების სახით სამზარეულოში, ოფისსა და ბიბლიოთეკაში.

Living Colour: Jotun Identifies the Interior Shades of 2018 | https://www.yellowtrace.com.au/jotun-interior-colour-trends-2018/

ცისფერი - ეს არის ფერი სისუფთავის, სიწყნარის მყუდროების, გულწრფელობის. ამ ფერით შეიძლება გაფორმდეს სამუშაო ოთახი და საძინებელი. მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება ოთახში მყოფთა შორის შეუთანხმებლობა გამოიწვიოს..

Bekijk deze Instagram-foto van @sweet_living_interior • 1,539 vind-ik-leuks

ლურჯი ფერი  მყუდროების, აუჩქარებლობის, სიღრმის გამომხატველია. ხშირ შემთხვევაში  შეუძლია აპათია გამოიწვიოს. ლურჯი ფერის გამოყენება ყველაზე კარგია საძინებელში, საბავშვო ოთახსა და სააბაზანოში. 

მწვანე უნივერსალურ ფერად ითვლება. ღია ფერის ტონები გაგახარებთ, მუქი - სერიოზულ ადამიანს მოეწონება. მწვანე გამა გამოყენება სახლის ყველა სათავსოში: სამზარეულოში, სააბაზანოში, საბავშვო ოთახში და ასე შემდეგ.

Interieurinspiratie met de kleur groen via Designaresse.nl

ყავისფერი  გაგიგივებულია შრომისმოყვარეობასთან, ერთგულებასა და საიმედობასთან. თუ  ამ ფერს გადაჭარბებით, შეიძლება მოგგვაროთ დეპრესია და შიში. იგი, ისევე, როგორც მწვანე ფერი, ნებისმიერ ოთახში შეიძლება გამოიყენოთ.

d e c o r l o v e : Photo                                                                                                                                                                                 More

თეთრი ფერი - ეს სისუფთავე, სიმშვიდე, კონცენტრაციაა. მისთვის დამახასიათებელია ენერგიით დამუხტვა. მისი გადაჭარბებით გამოყენება მოიტანს უარაფრობის და მარტოობის შეგრძნებას. რეკომენდირებულია არა „სუფთა“ თეთრის, არამედ მისი ელფერების გამოყენება. იგი ნებისმიერი სიდიდის ოთახისთვის გამოდგება.

 ერთი მოსაზრება, თუ რას გამოხატავს სიმბოლურად შავი ფერი, არ არსებობს. სხვადასხვა ქვეყანაში ის ნიშნავს სიძლიერეს, სიკეთეს, კეთილშობილებას, ტრაგედიას, ნაღველს. ინტერიერი შავ ტონში ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. ამ ფერის დახმარებით შესაძლებელია მივიღოთ სხვა ფერებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. გამოიყენება დიდ ოთახებში და მცირე რაოდენობით, რადგან შავი ფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე.

მოკლედ, ინტერიერის ფერების შერჩევისას, დაფიქრდით, რა ეფექტის მიღწევა გსურთ. კარგად გაიაზრეთ და გააანალიზეთ თქვენი შესაძლებლობები და გემოვნება, რათა თქვენს ბინაში სასურველი ატმოსფეროს შექმნა შეძლოთ.