უჩვეულო ქოთანები ოთახის მცენარეებისთვის
ყვავილები ვაზონებში -არ არის მხოლოდ თქვენი ფანჯრის რაფების სამკაული. თუ ოთახის მცენარისთვის ნათელ, არაბანალურ ქოთანს გამოიყენებთ, ასეთი კომპოზიცია თამამად შეიძლება განათავსოთ ბინის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას.
მაგალითად, ასეთი ფეხსაცმელი ძალიან მოუხდება ქალების პატარა მაგიდებს.
1. ყვავილი ფეხსაცმელში
მაღალქუსლიან ფეხსაცმელში მცენარის დარგვის იდეა კაკტუსებისა და სეკულენტების უჩვეულო კოლექციის მფლობელს Rachel Mahlke-ს გაუჩნდა.
დიზაინერი ამტკიცებს, რომ დეკორის ასეთი საგანი განასახიერებს კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს მოულოდნელ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მისი აზრით, ასეთი კომპოზიცია მხოლოდ მამაცი ქალებისთვის არის განკუთვნილი.

2. ციყვი ფუღუროში
თუ გსურთ, რომ თქვენი საყვარელი ყვავილი ყოველთვის სურნელოვანი იყოს, ჩარგეთ იგი ორიგინალურ ქოთანში, რომელშიც მცენარე იმდენ წყალს „სვამს“, რამდენიც საჭიროა, ის ხომ მარტო ზემოდან კი არა, ქვემოდანაც ირწყვება.
თუ წყლის დონე ქოთანში არასაკმარისია, ციყვის მხოლოდ ყურები ჩანს, ხოლო როცა წყალს დაამატებთ, ფუღუროში ციყვის ეშმაკური წითური ცხვირ-პირი გამოჩნდება. ციყვი თავისი მდგომარეობით შეგახსენებთ, მცენარეს როდის სჭირდება წყალი.
ქოთანი ციყვით, ნათელ ფერებში, სახალისო სამშვენისი იქნება ბავშვის ოთახისთვის, სამზარეულოსთვის და ასევე, ოფისისთვის.

3. Hi-Tech კომპოზიცია
დიზაინერებმა Peter Bottazzi-მა და Denish Bonapace-მ მოიფიქრეს არასასურველი ავეჯისგან როგორ გაეკეთებინათ არაჩვეულებრივი მოწყობილობა ოთახის მცენარეებისთვის.
ასეთ სიახლეს ეწოდა Da Morto A Orto, რაც ნიშნავს „სიჭარბიდან სიუხვემდე“.

4. მცენარეები წიგნში
მათთვის, ვისაც სახლში ბევრი ძველი, არასაჭირო ლიტერატურა აქვს, ეს არაჩვეულებრივი გამოსავალია: გამოიყენეთ წიგნი ყვავილების ქოთნად.
დიზაინერი Russell Brown-ი ამტკიცებს, რომ ეს სულაც არ არის რთული, ძალიან პრაქტიკულია და შეგიძლიათ მარტივად თავადვე გააკეთოთ.

5. ფოტოსურათებიანი ქოთანი
სტანდარტული ვაზონი ყვავილებისთვის და ადამიანის სახე, როგორ უცნაურიც არ უნდა იყოს, მსგავსი ფორმისაა. და თუ ოთახის მცენარეებისთვის გამოიყენებთ ქოთანს ახლობელი ადამიანის ფოტოსურათით, შეგიძლიათ ყოველთვის ისიამოვნოთ დეკორის ასეთი საგნით არა მარტო თქვენ, არამედ თქვენმა სტუმრებმაც. ისინი აუცილებლად შეაფასებენ გამომგონებლობას და უჩვეულოდ და ორიგინალურად მიიჩნევენ..
