Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

30 Nove–17

ქსოვილი - ინტერიერის ჯადოსნური სუბსტანცია

არავისთვის უცხო არაა, რომ ბინების დიზაინი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგადაა შერჩეული მისი გასაფორმებელი მასალა. იმ შემთხვევაში, თუ ოთახის ფარდები, ხალიჩა, სავარძლებზე გადასაფარებელი და შპალერი ორგანულად ერწყმის და უხდება ერთმანეთს, განუმეორებელი ინტერიერის შექმნა შეიძლება.

ინტერიერის საერთო კოლორიტი - პირველი და ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებაა. გემოვნებით შერჩეული ქსოვილი ყველაზე სტანდარტულ ფანჯარასაც კი შეცვლის. მობეზრებულ და მოდიდან გადასულ დივანს ხელოვნების ნიმუშს დაამსგავსებს და ინტერიერის მკაცრ ხაზებს შეამსუბუქებს. საერთოდ, ქსოვილი მართლაც რომ ჯადოსნური სუბსტანციაა. მითუმეტეს, რომ მისი შეცვლა გაცილებით ხშირად და ადვილად შეიძლება, ვიდრე ავეჯის, ან სულაც კედლების ფერის. ვინც ამ მარტივ ხერხს მიმართავს, ყოველთვის აოცებს გარშემომყოფთ.

Tape on leading edge with horizontal stripe roman shade - roman shade mounted at height of rod

გამჭვირვალე და სქელი ფარდების კომბინაცია - ფანჯრის ტრადიციული გაფორმებაა. ისინი ოთახს მარტო ცნობისმოყვარე თვალისგან როდი იცავენ. წვრილად დასვრეტილი ტული შესანიშნავი ფონია ნებისმიერი ფარდისთვის. ტული, რომელსაც ყვავილები და ორნამენტები აქვს ჩაქარგული, უფრო მეტად ძველებურ კლასიკურ სტილზე მორთულ ოთახს უხდება. აღსანიშნავია, რომ იგი არათანაბრად ანაწილებს ფანჯრიდან შემოსულ სინათლესა და მზის სხივებს. ოთახის განათებაზე ტულის ფარდების ფერიც მოქმედებს. უმჯობესია, თუ იგი თეთრი ან ძალზედ ღია პასტელის ფერი იქნება.

რაც შეეხება სქელ ფარდებს, ისინი აუცილებელი ხდება საღამოობით, როდესაც ფანჯარა აღარ ასრულებს სინათლის წყაროს მოვალეობას, და ტული ვეღარ აკავებს უცხო მზერას. სქელი, მძიმე, დაცემული ქსოვილი სიმყუდროვეს შემატებს ოთახს, შეაკავებს ქუჩის ხმაურს, ყინვების დროს კი იგი ბინაში გამეფებულ თბილ ჰაერს საშუალებას არ მისცემს, რომ ფანჯრის მინის გაყინულ ზედაპირს შეეხოს. ზაფხულში  სასურველია, რომ სქელი, მძიმე ფარდები შედარებით თხელი, მკვეთრი ფერებით მოჩითული ფარდებით შეცვალოთ. მათი საშუალებით თქვენს ბინებშიც შემოვა გაზაფხული, ოთახი ხასხასა ფერებით აელვარდება.

საერთოდ კი, ნუ გადააჭარბებთ, ზომაზე მეტად მყვირალა ფერებს ნუ შეარჩევთ, არც ზომაზე დიდი ფიგურებით მორთული ფარდები ამშვიდებს თვალს. უმჯობესია, თუ ტული ან სქელი ფარდა ერთ ტონალობაში იქნება გადაწყვეტილი.

Gregg Blackout Thermal Curtain Panels & Reviews | AllModern

გამოცდილი მეთოდი

გამოცდილი მეთოდია, როდესაც ფარდების, რბილი ავეჯის საფარისა და სუფრისთვის ერთი სახეობის ქსოვილს ხმარობენ. ამ დროს იგივე ფერები უნდა დომინირებდეს ოთახის სხვა მსგავს მორთულებებშიც: ხალიჩები, გობელენები და სხვა. ერთმანეთს კარგად ეხამებიან წვრილი და შედარებით მსხვილი ყვავილები, წვრილი და მსხვილი უჯრული ქსოვილები.

Gray dining room features a tray ceiling accented with a satin nickel and glass chandelier illuminating a dark stained curved dining table lined with dove gray velvet dining chairs as well as dark gray print wingback dining chairs placed atop a dark wood floor facing windows dressed in dark gray medallion curtains.

ყოველთვის ახალი

ახალი რბილი ავეჯის შეძენისას, ნუ დაფარავთ მას ძველი გადასაფარებლებით. უმჯობესია, თუკი თუნდაც უბრალო, მაგრამ ახალ გადასაფარებელს შეუკერავთ. თუ ხელმარჯვე ბრძანდებით, რადენიმე საათში მორთავთ ნაოჭაყრილი, „დაჟგუტული“ ან სადა გადასაფარებლებით. ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული.

Family Room Designs, Furniture and Decorating Ideas http://home-furniture.net/family-room

მხოლოდ შეგახსენებთ, რომ საკუთარი სახლის მოწყობისას მეტი გამომგონებლობაა საჭირო, ნუ მიძავთ სხვას, ეცადეთ საკუთარი, ინდივიდუალური სამყარო შექმნათ.