Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

01 Dece–17

როგორ მოვრთოთ სამზარეულო საახალწლოდ: 5 საუკეთესო იდეა

ახალი, 2018 წელი ახლოვდება, ჰოდა, სადღესასწაულოდ სახლის მორთვა-გალამაზებისას, პირველ რიგში,  სამზარეულო არ  დაივიწყოთ.

გარდა სასიამოვნო, მადისაღმძვრელი არომატისა, თქვენს სამზარეულოში სადღესასწაულო განწყობა რომ იგრძნობოდეს, მასში არსებულ გარემოზეც გაამახვილეთ ყურადღება,  საახალწლოდ პატარ-პატარა აქცენტები გააკეთეთ. მაგალითად, ფანჯრის რაფაზე პატარა ნაძვის ხე დადგით.

ნაძვის ხე არ გაქვთ? მაშინ ყვავილების ქოთნები გააფორმეთ ნათელი ფერის ნაჭრებით. სხვათა შორის, გარდა ყვავილების ქოთნების გაფორმებისა, კონუსების დადგმაც შესაძლებელია.

ასევე ფანჯარაზე შეიძლება სანთლებიც განალაგოთ. საღამოს მათი ანთებისას, შეიძლება იოცნებოთ და გადაწყვიტოთ, რა ჩაიფიქროთ შუაღამისას.

kitchen ideas for christmas-ის სურათის შედეგი

ფანჯარაზე ან კარზე შეიძლება პატრა საშობაო გვირგვინი დაკიდოთ. ის შეიძლება იყოს როგორც მწვანე ფერის, ისე ელეგანტურ თოვლისფერ ტონებში. 

და რა თქმა უნდა, სააახალწლო გირლიანდები. ისინი ისე განათავსეთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ, განწყობა კი აღგიმაღლოთ. და კიდევ - სადღესასწაულო მზადებისას მოიმარაგეთ სასიამოვნო წვრილმანები: ტექსტილის საახალწლო ნახატები, სუვენირები და ა. შ.

ამგვარ გარემოში საახალწლო მზადების პროცესი უფრო მარტივი და მხიარული იქნება.