Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

04 Dece–17

მყუდრო მისაღები ოთახის საიდუმლოებები

ბევრი სრულიად არასწორად ფიქრობს, რომ მათ ძალებს აღემატება გამოცდილი დიზაინერების გარეშე  ლამაზად გააფორმონ  მისაღები ოთახი საკუთარ სახლში.  სინამდვილეში, ბინაში კომფორტისა და სიმყუდროვის დამკვიდრება ნებისმიერ ჩვენგანს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეუძლია.

 

  • მისაღები ოთახის ზედაპირების გასაფორმებლად ძირითადი ფერების შერჩევისას, გახსოვდეთ, რომ ნათელი, თბილი და მშვიდი ტონები სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ფერების ასეთი გადაწყვეტა აღქმისთვის დამღლელი არ არის და საშუალებას გაძლევთ ადვილად აირჩიოთ ინტერიერის სხვა ელემენტები.

Natural light is the best source of light. This gray color could go well with aqua accents.

  • ნეიტრალურ, ნათელ ფონზე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება მკვეთრი დეტალები, იმ პირობით, რომ ძალიან ბევრი არ იყოს. უმჯობესია შეირჩეს ინტერიერის ერთი საგანი, რომელიც თავისი ექსპრესიულობით და ორიგინალურობით განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს. ეს შეიძლება იყოს რაღაც ნამდვილად ღირებული, საყურადღებო ნივთი, მაგალითად, ორიგინალური ჟურნალების მაგიდა, დიდი ჩარჩოიანი სარკე,  დიდი ლარნაკი და ა. შ.

  • დივანისა და სავარძლების ტრადიციული კომპლექტი გარკვეულწილად ერთფეროვნად გამოიყურება. გამოიჩინეთ კრეატიულობა და მოძებნეთ ისეთი დივანი და სავარძლები, რომლებიც  ერთი სტილის იქნება, მაგრამ განსხვავეული ფორმითა და გადასაკრავით. მაგალითად, დივანისა და სავარძლების გადასაკრავი ფერებში შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგრამ განსხვავებული ნახჭი („მოხატულობა“) და  ფაქტურა ჰქონდეს.

Instagram

  • იგივე წესები უნდა დავიცვათ დანარჩენი ავეჯის არჩევისას. ოთახის ავეჯის ნაკრების ნაცვლად შეარჩიეთ რამდენიმე ცალკეული საგანი, განსხვავებული, მაგრამ საერთო ელემენტების მქონე .
  • ბრებისა და განათების სხვა მოწყობილობების ცენტალურ ჭაღთან შეთავსება უკვე მოძველდა.  სინამდვილეში განათების საშუალებები თანამედროვე ინტერიერში სულ თავისუფლად შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელ დეტალებს, თუ ისინი ორიგინალობით გამოირჩევა . მაგრამ შეიძლება  ისინი შეუხამოთ ფარდებს, ავეჯს და ინტერიერის სხვა საგნებს.

light

  • ფანჯრების გაფორმებისას არ გირჩევთ იმავე ფერის ფარდების შერჩევას, როგორიც დანარჩენი ქსოვილებია. უფრო გაჯერებული, ნათელი ფერები უკეთესია. მაშინ ფანჯარა ოთახის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება.
  • მისაღებისთვის დიდი სავარძელი მოძებნეთ, რომელიც ოჯახური სიმშვიდისა და სიმყუდროვის სიმბოლო გახდება. თუ სავარძლის გადასაკრავი გარკვეულწილად განსხვავდება სხვა რბილი ავეჯისგან, ყველაფრის ერთ კომპოზიციაში გასაერთიანებლად ერთ სტილში გადაწყვეტილი ბალიშები დაგეხმარებათ.

Lounge Seymour sofa, Rodolfo Dordoni Design #hospitality #loungeseymour

  • მისაღები ოთახის კედლები შეიძლება გაფორმდეს ორიგინალური ფორმის სარკით. სარკის ზედაპირი მისაღებს მოცულობასა და ბრწყინვალებას შემატებს.
  • მისაღები ოთახის საინტერესო ელემენტი შეიძლება იყოს პუფი. მასზე შეიძლება ფეხები შემოაწყოთ, დაჯდეთ, ასევე, გამოიყენოთ როგორც მინი მაგიდა. პუფის არჩევისას ერთადერთი მოთხოვნაა სტილისტური ჰარმონია ინტერიერის საერთო დიზაინთან.