დაბალსართულიანი სახლების კიდევ ერთი უპირატესობა - ელიტური ბინები
ელიტურად ითვლება უმაღლესი კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში არსებული ბინები ან დიდებული აპარტამენტები ძველებურ სახლში. ასეთი საცხოვრებლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მაქსიმალური უსაფრთხოება და კომფორტი უძრავი ქონების მფლობელისთვის.
ეჭვგარეშეა, ელიტური ბინის მახასიათებლები უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია მყიდველის უპირატესობებზე, მაგრამ ძირითადი პარამეტრები შეიძლება გამოიყოს.
ელიტური ბინა მოიაზრებს სამზარეულოს, 15 კვადრატულ მეტრზე დიდ აივანს, და ჭერს, რომლის სიმაღლეც სამ მეტრზე მეტია. ასეთი საცხოვრებლის საერთო ფართი 120 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ოჯახის თითოეულ წევრზე 40 კვადრატულ მეტრზე მეტი უნდა მოდიოდეს.

ინტერიერის დიზაინი იქმნება მხოლოდ ცნობილი დიზაინერების მიერ, რომლებიც აუცილებლად ირჩევენ მაღალი ხარისხის მასალებს, სანტექნიკას, ძვირფას ავეჯს, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის თანამედროვე ვარიანტებს.
ელიტური უძრავი ქონება განლაგებულია შენობაში, რომლის სიმაღლეც არაუმეტეს შვიდი სართულია (დაბალსართულიანი შენობების ერთ-ერთი უპირატესობა ესეცაა -რედ.) და ბინების საერთო რაოდენობა, როგორც წესი , ასს არ აღემატება. სახლის ტერიტორიაზე აუცილებლად არის ავტოსადგომი, ვიდეოთვალი და უსაფრთხოების 24 საათიანი სისტემა მოქმედებს.
ელიტური საცხოვრებლების ბინადართა კომფორტის უმაღლესი დონე უზრუნველყოფილია უხმაურო მაღალსიჩქარიანი ლიფტებით, ზამთრის ბაღით, საცურაო აუზით, სპორტული დარბაზით და ინდივიდუალური გათბობით.

ელიტური უძრავი ქონების კიდევ ერთი მოთხოვნა მისი ადგილმდებარეობაა. ამ დონის სახლებისთვის იდეალური ადგილები შეიძლება იყოს ქალაქის ისტორიული ცენტრები ან ეკოლოგიურად სუფთა რაიონები, რომლებიც სამრეწველო საწარმოებიდან ხუთ კილომეტრზე მეტით არიან დაშორებულები.
სამწუხაროდ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის შენობებში ბინის არჩევისას, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია მათი ჯეროვნად დაფასება.
ძვირადღირებული ელიტური უძრავი ქონების მყიდველებისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი, რისთვისაც ისინი მზად არიან შეცვალონ მისი გარეგნული იერ-სახე. შედეგად, ქალაქები ერთმანეთს ემსგავსება და კარგვენ ინდივიდუალურობას.

რა თქმა უნდა, სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია და არქიტექტორები ამას აკეთებენ. ელიტური უძრავი ქონების დამუშავებისას, ისინი ცდილობენ გაითვალისწინონ შენობების აგების რაიონები და იმგვარდ განალაგონ შენობები, რომ ისინი ბუნებრივად მოერგონ არსებულ გარემოს.