Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

07 Dece–17

რას ფარავენ ფარდის ნაოჭები

  • ნაოჭაყრილი თუ ნაკეცებიანი ფარდები დაგეხმარებათ საცხოვრებელი ბინების იზოლირებაში, ოთახის მოცულობის ვიზუალურად შეცვლაში.
  • გრძელი და ვიწრო ოთახი დერეფანს არ დაემსგავსება, თუკი განივ კედელს მკვეთრი ფერის, ორიგინალურ ნახატიანი ფარდით მორთავთ.

Colour user - fabric for cushions or curtains if I'm brave enough!

  • პატარა ოთახი უფრო დიდი გამოჩნდება, თუკი მისი ფერადოვანი პალიტრა თავშეკავებული და მკაცრი იქნება: კედლები ნათელი, ცივი ფერის, ფარდები კი წვრილად მოჩითული.
  • დიდ ყვავილებიანი ფარდები სიმყუდროვეს მატებენ გარემოს, მაგრამ მხოლოდ დიდ ოთახებს უხდება.

Cush and Nooks: Bluebellgray

  • ფარდა შეიძლება ფარავდეს ან მთელ კედელს ან მხოლოდ ფანჯარას. პირველ შემთხვევაში სრული შემინვის შთაბეჭდილება იქმნება.
  • საბავშვო ოთახისთვის ფერადი, მკვეთრნახატებიანი ფარდებია მისაღები, რომელიც აქცენტირებას გაუწევს მთელ ინტერიერს, - აქ მხიარული, მსუბუქი ატმოსფეროა საჭირო.

.

  • ფარდების სიგანე დამოკიდებულია გამოყენებული ქსოვილის სისქესა და  სახეობაზე, ასევე ფანჯრის ჭრილის სიდიდეზე. თხელი, ნაზი ტულის ფარდა, ფარდა საკიდზე სამჯერ განიერი უნდა იყოს, სქელი ნაჭრისა კი - ორჯერ.

Smithed Posy Tie Back

ფარდის სიგრძე გაზომეთ ფარდის საკიდიდან ფანჯრის რაფამდე ან იატაკამდე, მიუმატეთ 3-5 სანტიმეტრი ზემო გადაკეცვისთვის და 10-20 სმ ქვემოსათვის. ამას მიუმატეთ სიგრძის 10 პროცენტი იმ შემთხვევისთვის, თუ ქსოვილი გარეცხვის შემდეგ „შედგება“. ფარდები ლამაზ ნაოჭებად დაეფინება, თუკი ქვემოთა კიდე ზემოთაზე ფართე იქნება.