როგორ შევარჩიოთ ფერი კედლებისთვის
კედლების ფერის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია ბინის რემონტის დროს. იმაზე, თუ როგორ ფერს აარჩევთ, დამოკიდებულია ოთახის ატმოსფერო, მისი სტილი და მოცულობაც კი. და, იცით, როგორ უნდა გადაჭრათ ეს საკითხი? როგორ და....
შეამოწმეთ, შერჩეული ფერი როგორ გამოიყურება თქვენს ოთახში
თქვენი ბინის განათება ძალიან განსხვავდება მაღაზიის განათებისგან. სანამ საღებავებს იყიდით, შეამოწმეთ, როგორ გამოიყურება მაღაზიაში ნანახი ელფერი თქვენი ბინის კედელზე.

გაიაზრეთ ინტერიერის საერთო პალიტრა
კედლების ძირითადი ფერის შერჩევისას, იმავდროულად მთელი ინტერიერი გაიაზრეთ: ავეჯს, ფარდებსა და აქსესუარებს მასში თავისი ელფერი შეაქვთ. წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ რომ იყოს სანათები, ავეჯი, ფარდები და სხვა დანარჩენი,შეეხამება კი ისინი თქვენს მიერ კედლებისთვის შერჩეულ ფერს?

დაიცავით ფერების ბალანსი
ნათელი და მკვეთრი ტონები ყურადღებას იპყრობენ. ასეთი ფერების შერჩევისას, უპირატესობა ნეიტრალურ აქსესუარებს მიანიჭეთ, დისბალანსი რომ არ წარმოიშვას. და პირიქით, პასტელური ფერის კედლებთან ჰარმონიულად შეიძლება გამოიყურებოდეს ნათელი აქცენტები ( მაგალითად, წითელი ლარნაკი ან ფირუზისფერი დივანი).

აირჩიეთ ნათელი ელფერი სივრცის გასაფართოებლად
პასტელური და ნათელი ტონები შესახედად აფართოებს სივრცეს და ინტერიერში ჰაერის შეგრძნებას ქმნის. მუქი ფერები, პირიქით, ვითარებას უფრო კამერულს ხდის, ზღუდავს სივრცეს.

შეუხამეთ ნატურალური ფერები
ფერები, ისეთი, როგორიც მწვანე და კრემისფერია, კარგად ეხამება ერთმანეთს. ამიტომ, იდეები შთგონებისთვის ბუნებას დაესესხეთ - ინეტრიერის ფერების ჰარმონია უზრუნველყოფილი იქნება.

გააერთიანეთ ოთახები ფერების საშუალებით
მთელი საცხოვრებლის ინტერიერი უფრო სრულყოფილი იქნება, თუ ფერები თანდათანობით გადაედინება ერთი ოთახიდან მეორეში: შეღებეთ იატაკი ყველა ოთახში ერთი და იგივე საღებავით, ან ჭერში ერთნაირი ბორდიური გაავლეთ.

უპირატესობა მიანიჭეთ ავეჯის ნეიტრალურ ელფერს
დაე, ინტერიერის ძირითადი ელემენტები (იატაკი, საწოლი, კარადა და სხვა) ნეირტალურ ელფერს ატარებდეს. ყოველივე ამის წყალობით შეძლებთ შეცვალოთ ინტერიერი მინიმალური დანახარჯის ფასად - კედლის ფერის შეცვლა ბევრად იაფია, ვიდრე ახალი კარადის შეძენა!

ჭერი არ დაგავიწყდეთ!
შეარჩიეთ ჭერისთვის იმ ელფერის საღებავი, როგორსაც კედლისთვის გამოიყენებთ, ოღონდ რამდენიმე ტონით უფრო ნათელი ფერის. თუ ბინა მაღალჭერიანია, პირიქით, შეიძლება უფრო მუქი ფერის საღებავი გამოიყენოთ.
დარწმუნებულნი ვართ, ახლა უფრო ადვილად შეარჩევთ ფერს კედლებისთვის!