Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

11 Dece–17

სამზარეულოს მოდური ტენდენციები

თანამედროვე ინტერიერის შექმნისას ყველაზე ხშირად ღია სივრცე გამოიყენება. ეს ეხება სამზარეულოს ინტერიერს, რომლის დაგეგმარებისას გასათვალისწინებელია სივრცის როგორც პრაქტიკული, ისე ესთეტიკური მხარე.

Une pièce lumineuse qui met en valeur votre cuisine ainsi qu'une décoration épurée et moderne ! #décoration #Cuisine  #lumiere #discount

ასეთი სამზარეულო ინტერიერების შემუშავების ძირითადი პრინციპი არის სივრცის გათავისუფლება არასასურველი ნივთებისა და დიდი ზომის ავეჯისგან. ძალიან გავრცელებულია მინისგან, ხისგან და ლითონისგან დამზადებული ღია თაროები და სტელაჟები. ორიგინალური ცხაურის თაროები მყარ კრონშტეინებზე მაგრდება და  მასზე შეიძლება მნიშვნელოვანი წონის სამზარეულოს ჭურჭელი დაალაგოთ.  კრონშტეინებზე მაგრდება მსუბუქი შუშის თაროები, ისინი ინტერიერს ალამაზებს, ისე, რომ, ამასთან, სივრცე სულაც არ გადაიტვირთოს.

Photo in shale interior - Google Photos

ასევე პოპულარულია ქვედა ღია კარადები. ასეთი დიზაინი საშუალებას იძლევა, რათა სამზარეულო  უფრო იაფი იყოს, რადგან გაღების რთული სისტემები სამზარეულოს ავეჯს საკმაოდ აძვირებს.

გამჭვირვალე მასალის ღია კარადები გამოიყენება სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად. თანამედროვე ბაზარზე არის მთლიანად მინისგან და ლითონისგან დამზადებული კონსტრუქციები. პირველი ასეთი სტელაჟები მილანის გამოფენაზე წარმოადგინეს და  მნახველები გააოცეს, მომხმარებელში კი პოპულარობა მალევე მოიპოვეს.

La mesa!!

ღია სამზარეულოში ლამაზი ჭურჭელი, სუვენირები და სხვა საგნები ინტერიერს ნამდვილად ამშვენებს. კარგად შემუშავებულ განათების სისტემასთან ერთად, შეიძლება წარმოუდგენელი ეფექტი მიიღოთ. ოღონდ ასეთ სამზარეულოში ყოველთვის იდეალური წესრიგი უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად გაღიზიანებისა და უწესრიგობის შეგრძნება იქმნება. ჭურჭელი სწორად უნდა შეარჩიოთ.

ღია სამზარეულოს ინტერიერში ასევე მაქსიმალურად უნდა შეამციროთ გამოუყენებელი საგნების რაოდენობა. უმჯობესია ისინი დახურულ თაროებსა და კარადებში შეინახოთ.  

50 Modern Kitchen Designs That Use Unconventional Geometry

და... როგორიც არ უნდა იყოს სამზარეულო, მთავარი უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შინ ბავშვი ამ ოთხფეხა მეგობარია. სრიალა იატაკი და წვეტიანი ავეჯი ყოველთვის დიდსკომფორტს შეგიქმნით. ამიტომ, ამ კუთხით წინასწარ მიიღეთ უსაფრთხოების ზომები, რათა თავი დაცულად იგრძნოთ.